უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 თებერვალი, 2019 12:35
font-size

მაღაზიიდან 1200 ლარი მოიპარა - ხონში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ქურდობისთვის არის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს ხონში, მოქალაქის კუთვნილი მაღაზიიდან 1200 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის მომხდარიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

30 იანვარი, 2026 , 11:58

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი

30 იანვარი, 2026 , 11:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი: 2004 წელს დაბადებული ი.გ.,

შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი - სუს-ი

29 იანვარი, 2026 , 14:48

შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სა

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

28 იანვარი, 2026 , 21:38

სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. საპატიმრო გირაო ნიშნავს, რომ ილია ღუდუშაური საპატიმრო დაწესებულებას თანხის გადახდის შემ

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა - პროკურატურა

28 იანვარი, 2026 , 17:20

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა - პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს

28 იანვარი, 2026 , 12:28

პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი