კომენტარი
გამოცდების გაუქმების საკითხზე ყველას აქვს თავისი შეხედულება და ეს ჯანსაღი პროცესია - მიხეილ ბატიაშვილი
გამოცდების გაუქმების საკითხზე ყველას აქვს თავისი შეხედულება და ეს ჯანსაღი პროცესია, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, „ევროპული საქართველოს“ მიერ ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგანთა ნუსხაში ზოგადი უნარების გამოცდის დაბრუნების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
„მთავარია, ჩვენ ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. დღევანდელ დღესაც დავანახეთ ნაბიჯები, ის რეფორმები, რომელიც ყველა მიმართულებით განხორციელდება. ეს არის სკოლამდელი განათლება, სკოლა, უმაღლესი განათლება, მეცნიერება. ძალიან კარგია, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდა. ბევრი ახლა დაინტერესდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობთ, ერთობლივად, როგორც პოლიტიკური ძალებთან, ისე ექსპერტებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან – ყველა მხარესთან ვითანამშრომლებთ და როგორც ვთქვით, აქ ერთადერთი მიზანი გვაქვს, რომ საქართველოში ამ რეფორმებით მაღალი ხარისხის განათლება მივიღოთ”, - აღნიშნა მინისტრმა.
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


