მსოფლიო
თეირანში ქართულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ირანში, ქალაქ თეირანში აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდება.
საკულტო ნაგებობა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზესარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს.
მარმარილოს ქვის არქიტექტურული ნაგებობა კონსტრუქციული მდგრადობის მხრივ, ამჟამად რთულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელ სარესტავრაციო ჩარევას საჭიროებს. ანაზომებისა და ფოტო მასალის მიხედვით, სააგენტო მიმდინარე წელსვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ხელნაკეთებისა და ტურიზმის დეპარტამენტთან უახლოეს თვეში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება.
ფიზიკური სამუშაოები წელსვე დაიწყება და მას საქართველოს მხარე დააფინანსებს.
დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - დონალდ ტრამპი
30 იანვარი, 2026 , 09:53
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
26 იანვარი, 2026 , 09:30
საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ
22 იანვარი, 2026 , 12:15
„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა
21 იანვარი, 2026 , 11:55
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს
21 იანვარი, 2026 , 10:28
ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო
20 იანვარი, 2026 , 10:28


