სამართალი
გენერალურ პროკურატურაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე კონფერენცია გაიმართა
ევროპის საბჭოს და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში განიხილეს.
კონფერენციაზე ასევე 2016-2018 წლებში ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ანალიზი და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში მოისმინეს.
ევროპის საბჭოს მოწვეულმა ექსპერტმა, შეხვედრის მონაწილეებს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურაში 2018 წელს განხორციელდა სპეციალიზაცია, შეირჩნენ პროკურორები, რომლებმაც გადამზადების ინტენსიური კურსები გაიარეს და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე იმუშავებენ. პროკურორთა სპეციალიზაცია 2019 წელსაც გაგრძელდება და საქართველოს ყველა ტერიტორიულ დანაყოფს მოიცავს.
2016 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე, რამაც ხელი შეუწყო სიძულვილის მოტივის გამოკვეთისა და დასაბუთების პრაქტიკას.
2017 წელს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ პროკურორებისთვის მომზადებული რეკომენდაციის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების მიზნით, შემუშავდა სპეციალური კითხვარი, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულის და მოწმეთა გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია. პროკურატურის სისტემის თანამშრომლების მიერ დოკუმენტის გაცნობის შედეგად სისხლის სამართლის საქმეებში გაიზარდა სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა.
ადამიანის უფლებების დაცვა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობა 2019 წელსაც გაგრძელდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
30 იანვარი, 2026 , 11:58
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი
30 იანვარი, 2026 , 11:34
შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი - სუს-ი
29 იანვარი, 2026 , 14:48
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
28 იანვარი, 2026 , 21:38
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა - პროკურატურა
28 იანვარი, 2026 , 17:20
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა - პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს
28 იანვარი, 2026 , 12:28


