კომენტარი
ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, ამ ადამიანს უნდა უბრალოდ, რომ მე გავჩუმდე - ზურაბ დათუნაშვილი
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე, ფედერაციაში არსებულ პრობლემებს და სპორტის სასახლეში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე უნდა იმსჯელონ.
სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.
„მე გავეცნობი პრეზიდიუმს, ვინები იქნებიან გავიგებ და ამის შემდეგ გადავწყვეტ მე მივალ ამ პრეზიდიუმთან თუ არა. დღეს დღეობით პრეზიდიუმში ის ხალხია, რაზეც ბატონი რომან რურუა საუბრობდა, 80% პრეზიდიუმის არის ისეთი ხალხი, რომელსაც რასაც ეტყვიან იმას გააკეთებენ. დღეს არის ეს ფაქტი და მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, ამ ადამიანს უნდა უბრალოდ, რომ მე გავჩუმდე, გამაჩუმონ ამ შერიგებით და თვითონ შეინარჩუნოს სკამი. თორემ შერიგება ასე პიროვნულად არ უნდა. თუ პიროვნულად შერიგება უნდა თავიდანვე იტყოდა. თავიდან იძახდა ხელი არ მომიქნევიაო მე, შემდეგ აღიარა და ეს ნელ-ნელა აღიარებს ყველაფერს, ვნახოთ შეიძლება ისიც აღიაროს, რომ რკინა ეჭირა ხელში და ის ჩამარტყა,“ - ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.
შეგახსენებთ - ზურაბ დათუნაშვილსა და გეგა გეგეშიძეს შორის ღია დაპირისპირება სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო. „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტში ჩანდა, თუ როგორ გაუსწორდა ხელკეტით შეიარაღებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ზურაბ დათუნაშვილს.
სპორტსმენის თქმით, კონფლიქტი გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც მან ერთ-ერთ სხდომაზე გეგა გეგეშიძის მცდელობა, ჩაენაცვლებინა მოჭიდავე საკუთარი მოსწავლით, გააპროტესტა.
გეგეშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, რის შემდეგაც ის დააკავეს, თუმცა, სასამართლომ ფედერაციის პრეზიდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ევროპის ჩემპიონი გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


