კომენტარი
თქვენ იხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა, ჩემსა და ნაზიზე, ვიდრე რაიმე საქმიანი ან თუნდაც სამართლებრივი კითხვა - ანა დოლიძე
დღევანდელი შეხვედრა ყველაზე კარგი მაჩვენებელია, რამხელა ცვლილებები სჭირდება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას, - ამ განცხადებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და საბჭოს გაფართოებულ სხდომას ეხმაურება.
„დღევანდელი შეხვედრა ყველაზე კარგი მაჩვენებელია, რამხელა ცვლილებები სჭირდება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას. დღეს ჩვენ ვიხილეთ საბჭოს მცდელობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე. უდიდესი სახელმწიფო რესურსის დახარჯვის ხარჯზე, აქ ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო მე და ნაზი ჯანეზაშვილისთვის. თქვენ იხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა, ჩემსა და ნაზიზე, ვიდრე რაიმე საქმიანი ან თუნდაც სამართლებრივი კითხვა, რომელიც მიმართული იყოს პარლამენტისკენ პირველ რიგში,“ - ამბობს ანა დოლიძე.
დღეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების საკითხზე გასვლითი სხდომის ფარგლებში იმსჯელა. შეხვედრას 150 მოსამართლე ესწრებოდა.
საუბარია “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


