კომენტარი
იუსტიციის მინისტრი ეკა ბესელიას ინიციატივაზე საუბრობს
ძალიან ძნელია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხი განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ და ექსკლუზიურად პოლიტიკურ ჭრილში, - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეკა ბესელიას ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადავადებას ეხება.
მინისტრი ამბობს, რომ დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა სამინისტრომ უკვე გამოითხოვა და ის დეტალებს ეცნობა.
„ამ კანონპროექტს ახლა ვსწავლობთ იუსტიციის სამინისტროში, რადგან გამოვითხოვეთ და გადმოგვეგზავნა და როგორც კი გვექნება ჩვენი მოსაზრებები, შენიშვნები, რა თქმა უნდა იმედი მაქვს სამუშაო ჯგუფის პირობებში შევძლებთ ამ მოსაზრებებზე საუბარს, რადგან როგორც გუშინაც განვაცხადე, ძალიან ძნელია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხი განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ და ექსკლუზიურად პოლიტიკურ ჭრილში. ეს არ არის ჯანსაღი და არა მხოლოდ სასამართლოსთვის არის ცუდი, არამედ ჩვენივე პოლიტიკური გუნდისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


