უკან

მსოფლიო

20 მაისი, 2019 15:40
font-size

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. რადას სხდომათა დარბაზში ქვეყნის რიგით მეექვსე პრეზიდენტმა სახარებაზე ფიცი დადო, რის შემდეგაც მას უკრაინის პრეზიდენტის სიმბოლიკა - გერბიანი ბეჭედი, ჯაჭვი და მოწმობა გადასცეს.

ფიცის დადების შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა და მთავარ ამოცანად დონბასში ცეცხლის შეწყვეტა დაასახელა. მისი განცხადებით, რუსეთთან დიალოგი მხოლოდ უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებით დაიწყება.

მან უკრაინის რადას უახლოეს მომავალში სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასა და უკანონო გამდიდრებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგბელობის დაკისრების შესახებ კანონების მიღება მოსთხოვა. ასევე, უშიშროების საბჭოს, გენპროკურორისადა თავდაცვის მინისტრების მოხსნისკენაც მოუწოდა.

უმაღლეს რადაში უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ასევე უნგრეთისა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტები. გარდა ამისა, რადას სხდომათა დარბაზში ხუთი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები: ლეონიდ კრავჩუკი, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო.

დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - დონალდ ტრამპი

30 იანვარი, 2026 , 09:53

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, რომ პეკინთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება სახიფათოა. „მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა და, ვფიქრობ, ჩინეთთან ბიზნესში ჩართვა კიდევ უფრო სახიფ

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

26 იანვარი, 2026 , 09:30

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო 850 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ბოლო ორ დღეში 14 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. დაზარალებულ შტატებს შორისაა კენტუკი, ჯორჯია, ვ

საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ

22 იანვარი, 2026 , 12:15

საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი დათანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაციას მედია აღნ

„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა

21 იანვარი, 2026 , 11:55

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა დათანხმდა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის &bdquo

დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს

21 იანვარი, 2026 , 10:28

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის Air Force One-ის თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა. Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ბაზა

ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო

20 იანვარი, 2026 , 10:28

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ დამფუძნებელ წევრად შესვლის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება. „პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი