უკან

რეგიონები

28 მაისი, 2019 13:10
font-size

ზაფხულში ტურისტებს აჭარაში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი მოემსახურება

აჭარაში ტურისტული-საინფორმაციო ცენტრის თანამრომლებს სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაიარეს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გავლენის ფსიქოლოგია კომუნიკაციაში, მომხმარებლის ქცევის მართვა, ეფექტური მომსახურების სპეციფიკა, გაყიდვების ძირითადი პრინციპები და გაყიდვის პროცესის წარმართვა. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ რეგიონში ტურისტული - საინფორმაციო ცენტრების სერვისების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„რეგიონში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი გვაქვს, სადაც ტურისტებს აჭარის საზღვაო-სამთო ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ობიექტებისა თუ კულტურულ-გასართობი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. წლის განმავლობაში ცენტრები ჯამში 100, 000-მდე ვიზიტორს ემსახურება. მიმდინარე წლის, 5 თვის ინფორმაციით კი ცენტრების სერვისებით წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა. ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნის შემდეგ ბულვარისა და საბაგიროს ტურისტული ცენტრები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ, რათა სტუმრებმა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლონ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, ცენტრში სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ტურისტული მარშრუტებით, რუკებითა და სარეკლამო მასალებით უფასოდ ისარგებლონ, რაც მათ რეგიონში მოგზაურობას გაუმარტივებთ,“ - განაცხადა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებზე საუბრისას სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი აქვს. მათ შორის ბათუმის ბულვართან, საბაგიროსთან, სარფის გამშვებ-სასაზღვრო პუნქტზე, ბათუმის აეროპორტსა და ბათუმი ცენტრალში. ტურისტული-საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგები ეტაპოპრივად უტარდებათ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

28 იანვარი, 2026 , 11:47

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირი ეკონ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს

27 იანვარი, 2026 , 15:35

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, 55 წლამდე და-ძმის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოცემის ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

21 იანვარი, 2026 , 11:38

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპა

დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

19 იანვარი, 2026 , 11:55

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყ

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13 იანვარი, 2026 , 11:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გა

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი