უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
რეგიონები
ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე წიწვოვანი სახეობის ნერგები დარგეს
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეემა სიმბოლურად წიწვოვანი სახეობის ნერგები დარგეს.
სახელობითი ნერგების დარგვით, რომელთა მოვლაზეც თავად იზრუნებენ, კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა – მოუაროს და შეინარჩუნოს ბუნებრივი სიმდიდრე – ტყე. მცირე დაუდევრობასაც, კი შეუძლია გამოიწვიოს ისეთი მასშტაბური ხანძარი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2017 წელს ბორჯომის ხეობაში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, 2018 წელს 144 ჰა ფართობზე უკვე განახორციელა დარგვის სამუშაოები და ჯამში 250 ათასამდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტყის აღდგენის პროექტი 144 ჰა ფართობზე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც 35 000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რის შემდეგაც ნარგავების მოვლის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო შემოდგომაზე განახლდება დარგვის სამუშაოები.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით „გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა“ (UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა – „ჩვენ ერთად შევძლებთ შევამციროთ ჰაერის დაბინძურება“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა
28 იანვარი, 2026 , 11:47
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს
27 იანვარი, 2026 , 15:35
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07


