უახლესი ამბები
- 30.01.2026 19:12გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე -ანიტა ჰიპერი
- 30.01.2026 19:03Creator-ის გამარჯვებული ცნობილია - უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
- 30.01.2026 17:26საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
- 30.01.2026 17:20საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
არქივი
რეგიონები
გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება
გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება. ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იტყობინება.
მათივე ცნობით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებს აქტიურად განაგრძობს. გუდაურში, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება.
„შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და ჩინური კომპანია ,,China Nuclear 23” -ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლუ კემ.
პროექტი ითვალისწინებს წყალარინების ხუთი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა დ შემდგომ მის ექსპლუატაციაში გაშვებას. თანამედროვე ტიპის ობიექტები მინიმუმამდე დაიყვანს რეგიონში ეკოლოგური დაბინძურების საფრთხეს და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ტურისტულ ზონაში გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და იქ ჩასული დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია ,,China Nuclear 23” შეასრულებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 22 000 000 ლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, გუდაურში წელს დაიწყო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა, პროექტს აზიის განვითარების ბანკი 26,157,302.08 ლარით აფინანსებს და მისი დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება. სამუშაოების ფარგლებში აშენდება ახალი რეზერვუარი, მოეწყობა ჭაბურღილები, ასევე 34 კმ-მდე საკანალიზაციო და 3 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი. გარდა ამისა, დამონტაჟდება თანამედროვე ობიექტების მართვის ელექტრონული სისტემა (SCADA), რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგების ოპერირების გამართულ მუშაობას. გუდაურში ასევე მიმდინარებს ხელოვნური რეზერვუარის წყლის შემვსები სამუშაოები.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა
28 იანვარი, 2026 , 11:47
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს
27 იანვარი, 2026 , 15:35
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07


