უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ივნისი, 2022 11:47
font-size

ვაშლოვანში, არწივის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილთან ერთად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, არწივის კანიონზე შესრულებული ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, არწივის ხეობაში დამატებითი ეკოტურისტული სივრცე შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გადასასვლელი ხიდებით მოეწყო.

„1 კილომეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კანიონის სიღრმეს მიუყვება, საიდანაც რამდენიმე ჩანჩქერის მონახულებაა შესაძლებელი. არწივის კანიონის ახალ საფეხმავლო ბილიკზე, სუბტროპიკულ გარემოში მოგზაურობა ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

არწივის კანიონი ულამაზესი ლანდშაფტებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს განსაკუთრებულ სანახაობას სთავაზობს. აქ ბუდობს მტაცებელ ფრინველთა მრავალი სახეობა, მათ შორის ორბი, სვავი, ფასკუნჯი. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვაგან არსად გვხვდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გილოცავთ ახალ წელს!

31 დეკემბერი, 2025 , 23:51

გილოცავთ 2020 წლის დადგომას. სიკეთე, წარმატება და სიახლეები მოეტანოს ახალ წელს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!

ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები - ბიძინა ივანიშვილი

31 დეკემბერი, 2025 , 20:26

მე, როგორც ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები! ამ რთულ და საპატიო მისიას შევასრულებთ პირნათლად, ვიდრე ჩვენი საზოგადოება საჭიროდ

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

31 დეკემბერი, 2025 , 15:26

საქართველოში ყველაზე მასშტაბური, ევერესტის მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის და ოქროს ტურის გამარჯვებულები ცნობილია. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.  წელს გამარჯვებულები გახდნენ: - იოანე მამრიკიშვილი, თბილ

ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

31 დეკემბერი, 2025 , 12:57

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს. „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 11:56

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის საწყისების შესახებ და პოტენციური თუ ახალბედა მეწარმეებისთ

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლების განრიგში ცვილელებებია

30 დეკემბერი, 2025 , 10:37

30 და 31 დეკემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლების განრიგში ცვილელებებია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, განგრიგი დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო შ