Justice
2026-03-25 | 10:51
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N8 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N8 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი დაწესებულების ადმინისტრაციას შეხვდა და რამდენიმე პატიმარი მოინახულა.
„სახალხო დამცველმა დეტალური ინფორმაცია მიიღო პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შესახებ. ასევე, მათ შორის, მოინახულა და გაესაუბრა N8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრები: პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე.
სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგსა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Related Articles
2026-03-25 | 08:08
One person arrested for premeditated murder in Ozurgeti Municipality