social media
    2026-05-18 | 08:42

    წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს, რა რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კი ტრი­ა­ლებს დღეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ხდე­ბა - ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე 

    წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს, რა რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კი ტრი­ა­ლებს დღეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ხდე­ბა - ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე 

    ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე სოციალურ ქსელში წერს:

    “დღეს ერთი კა­ცის პოს­ტი შემ­ხვდა, თა­ვის 22 წლის გარ­დაც­ვლილ

    შვი­ლიშ­ვილ­ზე წერს. იქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ იმა­ვე ღა­მეს კი­დევ 5

    ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა იმა­ვე მი­ზე­ზით, და ითხოვს ოფი­ცი­ა­ლურ  

    სტა­ტის­ტი­კას ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე ქვე­ყა­ნა­ში.

    ჩვენ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც, ამას­ვე ვი­თხოვთ - რა მას­შტა­ბი­საა პრობ­ლე­მა და კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი

    ნარ­კო­ტი­კე­ბით ხდე­ბა ზე­დო­ზი­რე­ბა.

    მაგ­რამ ამა­ოდ… კი­დევ რა უნდა მოხ­დეს?!

    გა­აგ­რძე­ლეთ ასე თქვე­ნი “წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მა“ და დავ­კარ­გავთ

    კი­დევ უამ­რავ ახალ­გაზ­რდას.

    წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს, რა რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კი ტრი­ა­ლებს დღეს ამ ქვე­ყა­ნა­ში - წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ხდე­ბა.

    კარ­გი, ჩვენ არ გვის­მენთ, მაგ­რამ ნუთუ ერთი ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნიც არ გყავთ, ვინც რა­მეს გირ­ჩევთ?!

    ნამ­დვი­ლად სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. ნა­ლო­ქ­სო­ნი ქსე­ლებ­ში არ არის, ვერ იშო­ვი. ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პროგ­რა­მებს ხუ­რავთ…

    რა ვიცი, გა­აგ­რძე­ლეთ ასე, სა­ნამ “კრა­კა­დი­ლი”, “ჯეფი“ და “ბიო“ ნუ

    მე­ტა­დონ­ზე და მე­ფედ­რონ­ზე და ალფა ხომ ყრია და სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ არ წა­ი­ღებს ამ ქვე­ყა­ნას. ისე­დაც წყალ­წა­ღე­ბუ­ლე­ბი ვართ.“