Politics
    2026-05-26 | 09:38

    სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ პირთა წრე ფართოვდება

    სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ პირთა წრე ფართოვდება

    სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ პირთა წრე ფართოვდება.

    შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.

    ცვლილებები სისხლისსამართლებლივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, მათ შორის, ბაზრის კვლევისა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებისას, წინასწარი შეთანხმების, გარიგების ან სხვა ქმედებისთვის, თუ ეს მიმართულია მატერიალური სარგებლის ან უპირატესობის მიღებისკენ და იწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას.

    პროექტით ზუსტდება ის, რომ აღნიშნული დანაშაულის სუბიექტი არ არის მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, თუმცა ცვლილება იურიდიული პირისთვის განსაზღვრავს სანქციებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, ლიკვიდაციისა და ჯარიმის სახით.

    „იმისთვის, რომ განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობისა და შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დაცვა და მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ამ ინტერესის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ჩადენის ალბათობა, აუცილებელია, რომ გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ უშუალოდ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურები, არამედ სახელმწიფო შესყიდვების წარმართვის ყველა ეტაპი და არა მხოლოდ შესყიდვებში მონაწილე სუბიექტები, არამედ ყველა ის პირი, რომელსაც შესყიდვების განხორციელებასა და მის შედეგებზე უშუალო და არსებითი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს, მათ შორის ისეთი მესამე პირებიც, რომლებიც, შესაძლოა, არ წარმოადგენდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე სუბიექტებს, თუმცა ფაქტობრივად ჰქონდეთ შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე“, – ნათქვამია პროექტში.