Society
2026-07-23 | 11:01
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა.
როგორც ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ აღნიშნავს, პაციენტი ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ, ნარკოზულ მდგომარეობაში გარდაიცვალა.
„ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა დიუშენის მებრძოლი პაციენტი 17 წლის საბა მაკარაშვილი. პაციენტი გარდაიცვალა ორთოპედიული ოპერაციის შემდგომ, ნარკოზულ მდგომარეობაში.
საგამოძიებო ორგანოებს მოვუწოდებთ, რომ მოკლე ვადებში დაადგინონ გარდაცვალების კონკრეტული მიზეზები და ჩვენც ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს.
ვუსამძიმრებთ და სრულ თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
Related Articles