social media
    2026-07-23 | 14:12

    ქვეყანა გადის ,,ავტოფაგიის" უმძიმეს პროცესს, როცა ის ჭამს საკუთარ სხეულს, მასთან ერთად, ბაქტერიებს და პარაზიტებს - ხვიჩა ყალაბეგაშვილი

    ქვეყანა გადის ,,ავტოფაგიის" უმძიმეს პროცესს, როცა ის ჭამს საკუთარ სხეულს, მასთან ერთად, ბაქტერიებს და პარაზიტებს - ხვიჩა ყალაბეგაშვილი

    გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    „ქვეყანაშე გვაქ მწვავე მორალური და ინტელექტუალური კრიზისი, ანუ ცნობიერების მარაგი ნულს უტოლდება...

    ბიო-ქიმიურ პროცესს, როცა ორგანიზმი ვეღარ იღებს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ელექტროლიტებს ეწოდება ,,ავტოფაგია"... ავტოფაგიის დროს, გარდა სასიცოცხლო ელემენტებისა და ცხიმოვანი, ან ცილოვანი მარაგისა კუნთებში, სხეული იწყებს მასში არსებული დაზიანებული უჯრედების, ბაქტერიების, პარაზიტების ჭამას...

    შიმშილის ამ ხარისხის სტრესის გამო, ტვინი იძლევა სიგნალს სხეულმა დაიწყოს კეტოზის პროცესი, ანუ გამოყოს უფრო მეტი ორგანული მჟავა, რაც დააჩქარებს მარაგების შლის პროცესს... ამ პროცესის დროს ადამიანს აქვს აცეტონის და ლითონების უსიამოვნო სული...

    ქვეყანა გადის ,,ავტოფაგიის" უმძიმეს პროცესს, როცა ის ჭამს საკუთარ სხეულს, მასთან ერთად, ბაქტერიებს და პარაზიტებს...ის ყარს... შიმშილის გამო არ შეუძლია მოძრაობა და აგონიური მდგომარეობის გამო, არ შეუძლია ლოგიკური აზროვნება...

    ამ წერტილის იქით არის ორი პერსპექტივა:

    1. ორგანიზმი კვდება.

    ან

    2. ბაქტერიებისგან, პარაზიტებისგან, დეფექტური უჯრედებისგან გაწმენდილი სხეული იწყებს ჯანსაღი კუნთოვანი მასის აღდგენას და ტვინში იზრდება სინაფსური პლასტიკურობა, ანუ აზრივნების სიჩქარე და ხარისხი...

    ,,ავტოფაგია" ჰგავს უახლეს კომპიუტერში, განახლებულ გამშვებ პროგრამაში, უკვე არსებული ექაუნთით თამაშის გაგრძელებას...

    ეს მტკივნეული, მყრალი და სიკვდილის ზღვარზე მყოფი მდგომარეობა, რომ ხვალ წამლად გვექცევა, მანდ კითხვის ნიშანი არ დაისმის...

    კითხვის ნიშანი დაისმის - რამდენხანს გაუძლებს ქვეყანა, ამ ხარისხის ცნობიერ შიმშილს და საერთოდ გაუძლებს თუ არა, იმ პირობებში, რომ არავინ უწევს მონიტორინგს, ამ სიკვდილის მიჯნაზე მიმდინარე თვითგადამუშავების აქტს...“.