social media
    2026-07-25 | 13:03

    ენერგეტიკას ანგრევს პარაზიტული კრიპტოსაწარმოები...თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოს მოპოვება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს - რომან გოცირიძე 

    ენერგეტიკას ანგრევს პარაზიტული კრიპტოსაწარმოები...თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოს მოპოვება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს - რომან გოცირიძე 

    ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

    „ენერგეტიკას ანგრევს პარაზიტული კრიპტოსაწარმოები, რომელთა წილი ქვეყნის შემოსავლებში თითქმის ნულის ტოლია, ხოლო ეკონომიკაზე მათი გავლენა-მკვეთრად უარყოფითი.

    როგორი ენერგოტევადიც არ უნდა იყოს ნებისმიერი დარგი, მას არსებობის უფლება აქვს, თუ კონკურენტულ გარემოში ფუნქციონირებს და მოგებას იძლევა. საქართველოში კრიპტომაინინგის საწარმოები სწორედ იმიტომ არსებობენ, რომ სასათბურე პირობებით სარგებლობენ: ისინი მთლიანად არიან გათავისუფლებულები გადასახადისგან, ხოლო ელექტროენერგიას შეღავათიანი პირობებით იღებენ. ამ შეღავათების გარეშე ყველა მომენტალუად შეწყვეტდა არსებობას. ისინი ვამპირები არიან, რომლებიც სისხლს წოვენ ენერგეტიკას და ქვეყნის ბიუჯეტს და ამით საზრდოობენ.

    ამ საწარმოების კიდევ ერთი თავისებურებაა, რომ ისინი დღე-ღამის განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ენერგოსისტემაზე დატვირთვას ქმნიან. ამის შედეგია გახშირებული ავარიები. საქართველოში ისინი მოიხმარენ ქვეყნის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 6 პროცენტს, ხოლო აფხაზეთის მოხმარების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება. საერთო მოხმარება დაახლოებით 1 მილიარდ კილოვატსაათს აღწევს, რაც მეტია, ვიდრე ბათუმის წლიური ელექტროენერგიის მოხმარება.

    ყველა კრიპტოქარხნის უკან ქართული ოცნების "ქართული ოცნების" ბიზნესკლანის წარმომადგენლები დგანან, ხოლო მთავარი კრიოპტოვამპირი, გლდანის საწარმო, ივანიშვილის მიერ იყო დაფუძნებული.

    თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოს მოპოვება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს”.