Society
    2026-08-06 | 10:19

    მეუფე გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო

    მეუფე გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.- ინფორმაციას და ფოტოებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    "ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.

    ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან და ვილოცოთ ლანა ლატარიას სულის ცხონებისთვის." - წერს საპატრიარქო.

    26 წლის ლანა ლატარია, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის, ზაალ ლატარიას შვილი იყო.

    ზაალ ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გარდაცვლილი შვილის ეკლესიაში დასვენებაზე უარი უთხრეს.