გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება. მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტს “საჭირო მკურნალობა უტარდება”.
ნია იმნაძე გუშინ, დაკავებისას შეუძლოდ გახდა.
ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.
ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული იყო.
იმნაძის დაპატიმრებას მოკლული პედაგოგის დედა, ეკა კუპატაძე თვეებია ითხოვს. გიგა ავალიანის ოჯახი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი თავდასხმის ორგანიზატორია.
გიგა ავალიანზე მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, არაერთი არასრულწლოვანია დაკავებული, ზოგიერთი მათგანი მსჯავრდადებულის სტატუსს ატარებს.
28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს თბილისში გასული წლის პირველ ოქტომბერს დაესხნენ თავს. ახალგაზრდა კაცი 23 დღეს შემდეგ, 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.