Politics
    2026-08-07 | 13:56

    7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესია რუსეთმა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად შემოიჭრნენ რუსული საოკუპაციო არმიის სხვადასხვა ბატალიონები - ირაკლი ფავლენიშვილი

    7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესია რუსეთმა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად შემოიჭრნენ რუსული საოკუპაციო არმიის სხვადასხვა ბატალიონები - ირაკლი ფავლენიშვილი

    7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესია რუსეთმა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად შემოიჭრნენ რუსული საოკუპაციო არმიის სხვადასხვა ბატალიონები, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ იყოს აღქმული, როგორც ოკუპაცია, ბარბარესული აგრესია, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

    „მაშინ არავინ აყენებდა ეჭქვეშ, საკუთარი ქვეყანა დაედანაშაულებინა ომის დაწყებაში. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ეს მართლაც საოცარი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ივანიშვილის რეჟიმის მსახურების მხრიდან, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, თითქოს ქართული მხარე არის რაიმე კუთხით დამნაშავე იმ ბარბაროსულ აგრესიაში, რომელიც 18 წლის წინ მოაწყო რუსეთმა. მაშინ ეს საკითხი საერთოდ არ განიხილებოდა, ამიტომაც 7 აგვისტოს ასე გამორჩევა არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი. კარგად გვახსოვს, რომ 8 აგვისტოს უფრო სხვა მასშტაბის გახდა შეტაკებები, ამიტომაც იყო 8 აგვისტო ხალხის ცნობიერებაში დალექილი. რაც შეეხება 7 აგვისტოს, ეს გახლავთ ფაქტი, ისტორიული მოცემულობა, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიამ ბარბაროსული აგრესია სწორედ 7 აგვისტოს დაიწყო და როდესაც ეს საკითხი დადგა, სამწუხაროდ, დღის წესრიგში, ამიტომაც მოხდა 7 აგვისტოზე აქცენტის გაკეთება. 7 აგვისტო არის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესია რუსეთმა, როდესაც შემოიჭრდნენ საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად რუსული საოკუპაციო არმიის სხვადასხვა ბატალიონები, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ იყოს აღქმული, როგორც ოკუპაცია, ბარბარესული აგრესია. შესაბამისად, 7 აგვისტო არის ოფიციალური თარიღი, როდესაც აგრესია განხორციელდა. მაშინ არ იყო დღის წესრიგში ეს საკითხი. 2012 წლის შემდგომ ხელისუფლებაში მყოფი ხალხი ამბობს, თითქოს ქართულ მხარეს აქვს რაღაც როლი ნათამაშები ამ ბარბარესული აგრესიის დაწყებაში, რაც ისტორიულად არ გახლავთ მართალი. ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ თარიღის საკითხი გახდა უფრო აქტუალური „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.