Commentary
    2026-08-07 | 14:01

    ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო“ საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის! - გიორგი ბარამიძე

    ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო“ საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის! - გიორგი ბარამიძე

    „ქოცპროკურატურამ“ ჩემზე – „საქართველოს ღალატისთვისო“ – საქმე აღძრა. არც თქვენი დევნის მეშინია და, მით უფრო, თქვენი ბინძური პროპაგანდის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

    „მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო! საქართველოსთვის თქვენზე ნალები მებრძოლის დედა ვატირე! ქოცპროკურატურამ ჩემზე „საქართველოს ღალატისთვისო“ საქმე აღძრა! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო თქვენი ბინძური პროპაგანდის! სამშობლოს, ღმერთისა და ჩემი სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი ვიყავი და ამ სიმართლეს ვერავინ წამართმევს“, – დაწერა გიორგი ბარამიძემ.

    ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

    როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

    „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

    საგამოძიებო ორგანოში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.