Society
    2026-08-13 | 17:57

    ComCom-მა „ტვ პირველი“ მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

    ComCom-მა „ტვ პირველი“ მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

    კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი” „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 5000 ლარით დააჯარიმა.

    როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 27 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტელეკომპანიის არხზე 11:00, 13:00, 15:00 და 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში “იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები”.

    “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად, ასევე ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. კანონმდებლობით იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.

    „ტელეკომპანია პირველს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე დაკისრებული აქვს ორი სანქცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა. ამჯერად, ანალოგიური დარღვევის ჩადენისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა, არაუმეტეს მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ისა. ამასთანავე, კომისიამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის „ტელეკომპანია პირველი“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის სანქციით - 5000 ლარით დააჯარიმა”, - ვკითხულობთ კომკომის განცხადებაში.

    Related Articles
    Daily Calendar - August 13
    2026-08-13 | 09:12
    Daily Calendar - August 13

    Daily Calendar - August 12
    2026-08-12 | 09:18
    Daily Calendar - August 12