მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა
პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, ამისათვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც კორუფციას ებრძვის, მსგავსი ბრალდებებისთვის მზად უნდა იყოს.
„მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, ამისგან თავს შევიკავებ. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, ამისათვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ.
როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე, უსაფუძვლო და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე მე შევეცდები, რომ დღეს არ ვისაუბრო. სერიოზულადაც არ შეიძლება ჩვენ ისეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.