Politics
    2026-08-20 | 17:51

    ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის „შეტლიკინებას“ და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას… რეალურად, ასეთი ყანყალი, „ჯაყჯაყი“ და პატარა წამოყვირებები უნდა „წავახალისოთ“ - ლევან ხაბეიშვილი

    ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის „შეტლიკინებას“ და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას… რეალურად, ასეთი ყანყალი, „ჯაყჯაყი“ და პატარა წამოყვირებები უნდა „წავახალისოთ“ - ლევან ხაბეიშვილი

    ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? - წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდებული ლევან ხაბეიშვილი.

    „იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ „მადლობა ღარიბაშვილიც“ კი „ეტლიკინება“ ბიძინას…

    ხვდებით, როგორი სუსტია ფაქტობრივი მმართველი?!

    ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის „შეტლიკინებას“ და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას…

    რეალურად, ასეთი ყანყალი, „ჯაყჯაყი“ და პატარა წამოყვირებები უნდა „წავახალისოთ“.

    მიკვირს, რომ გეცოტავათ ბიძინას „შვილობილის“ განცხადება. რეალურად, ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია, ოჯახი არ გამინადგუროსო…

    ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება - სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება და სასამართლო, პროკურატურა შირმაა, არ არსებობსო…

    „ამოდენა შეტლიკინებას“ ნუ დაუკარგავთ.

    რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს - იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ… ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

    ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას! ეგ მითი მშიშარა პოლიტიკოსებმა შექმნეს, რომ თავიანთი უძლურება გადაფარონ.

    სუსტია და თან როგორი სუსტი…“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.