Commentary
2026-09-02 | 11:10
“არაერთი თვითმკვლელობა” - ეს არის ფორმულირება ირაკლი ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო - ხატია დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებაში არსებული ფორმულირებები "საგანგაშოა".
"ღარიბაშვილის ეს წერილი ამყარებს იმ ეჭვებს, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანი ჰქონდა:
განსაკუთრებით რიჟვაძისა და ციხის უფროსი დავით გოგობერიშვილის შემთხვევებში.
“არაერთი თვითმკვლელობა” - ეს არის ფორმულირება მის წერილში და საკმაოდ საგანგაშო.
მსგავსი ფორმულირება ეხება ადამიანების სიცოცხლეს და უმძიმეს დანაშაულს, რომელზეც მიანიშნებს ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის ყველაზე დიდი ხნის მსახური ხელს ადებს კობახიძე/მდინარაძეს, რომ კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ", - წერს ხატია დეკანოიძე.