social media
    2026-09-03 | 12:35

    ოფიციალური საგიჟეთი ვართ - ნინო ჯანგირაშვილი

    ოფიციალური საგიჟეთი ვართ - ნინო ჯანგირაშვილი

    ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    “ერთი სიამოვნებაა ქოცების დაპირისპირების ყურება.

    ესეგი:

    ღარიბაშვილის გასაშავებლად სასტავმა შეუკვეთა აზერბაიჯანულ მედიაში სტატია ვიღაც ქართველი ტიპის ავტორობით, რომელმაც ღარიბაშვილი საფრანგეთის აგენტობაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანში რა თქმა უნდა, ვერც ერთი მედია ვერ გაბედავს ანტისახელისუფლო ნარატივებს, ოღონდ ეს საკითხი ლამაზად მოაგვარეს, რაღაცნაირად ოსტატურად ჩაუფინეს ფონად აზერბაიჯანის პრეტენზიები საფრანგეთის მიმართ და ორგანულად გამოვიდა. მაინც აბსურდია, მაგრამ რაღაცნაირად შეფუთეს.

    ღარიბაშვილი კობახიძეს და მდინარაძეს ადანაშაულებს ვიღაც ტიპის მკვლელობაში, იმ ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც ამ ტიპმა ასავალ–დასავალს მისცა.

    ამათ ხელში მარტო ჩვენ და ქვეყანა კი არ ვართ ცოდოები, თვითონაც ცოდოები არიან საკუთარი თავის ხელში.

    და რაც მთავარია, ღარიბაშვილმა რომ კობახიძე–მდინარაძეს მკვლელობა დააბრალა, ამ საკთხზე დაკითხვაზე ოპოზიციონერები დაიბარეს. ოფიციალური საგიჟეთი ვართ”.