Politics
    2026-09-07 | 15:26

    ჩვენთვის, როგორც „ოცნება“ არის კორუმპირებული, ასევე, ოპოზიციის ეს ნაწილი - „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები, კორუმპირებულები არიან - გიორგი შარაშიძე

    ჩვენთვის, როგორც „ოცნება“ არის კორუმპირებული, ასევე, ოპოზიციის ეს ნაწილი - „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები, კორუმპირებულები არიან - გიორგი შარაშიძე

    ჩვენთვის, როგორც „ოცნება“ არის კორუმპირებული, ასევე, ოპოზიციის ეს ნაწილი - „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები, კორუმპირებულები არიან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის ნიკა გვარამიაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

    „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. „ოცნება“ დღეს დგას „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ჩვენთვის, როგორც „ოცნება“ არის კორუმპირებული, ასევე, ოპოზიციის ეს ნაწილი - „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები, კორუმპირებულები არიან. საკუთარი შიდა დაპირისპირება გარეთ გამოაქვთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სწორედ ამ გარემოებას. ერთი მხრივ, გვაქვს ლუსტრაციის პროცესი „ოცნებაში“, სადაც ვხედავთ, მოქმედი თუ ყოფილი წევრები როგორ ასმენენ ერთმანეთს. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ჩვენთვის ეს ორი ძალა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთიც კორუმპირებულია და მეორეც“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

    ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „ნიკა გვარამიამ მიშას რესურსზე კაპიტალიზება მოახდინა“.

    „თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო, როცა „მთავარის“ დირექტორი იყო, ბევრ რაღაცაზეა პასუხისმგებელი“, - განაცხადა წითლიძემ.