Commentary
    2026-09-07 | 15:39

    კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: გულდასაწყვეტია, უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო თავისი ქმედებებით და განცხადებებით

    კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: გულდასაწყვეტია, უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო თავისი ქმედებებით და განცხადებებით

    გულდასაწყვეტია, უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო თავისი ქმედებებით და განცხადებებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

    მისივე განმარტებით, ღარიბაშვილის განცხადებები უსაფუძვლოა და პოლიტიკურ სპეკულაციებს  ემსახურება.

    „პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ. ირაკლი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია. ის თავისი შემართებით, პატიოსნებით, პროფესიონალიზმით უძღვება თავის საქმეს. სამწუხაროდ, გუნდის ყოფილი ლიდერი განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. 2012 წლიდან ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მასზე ადამიანურად გული მწყდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.