Politics
    2026-09-08 | 15:58

    მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის ​დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

    მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის ​დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

    საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლე თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიას დაესწრება.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, პატივს მიაგებს ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას.

    მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს 35 წლის განმავლობაში, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი თანამედროვე ნორვეგიის ისტორიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარდაქმნების ეპოქას უკავშირდება.