Politics
    2026-09-09 | 15:07

    ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა აქცია „ბარიგების“ ერთ დიდ თავშესაფრად, რადგან თვითონ ბიძინა ივანიშვილია ამ ქვეყნის მთავარი ნარკომოვაჭრე და „ბარიგა“ - ანა წითლიძე

    ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა აქცია „ბარიგების“ ერთ დიდ თავშესაფრად, რადგან თვითონ ბიძინა ივანიშვილია ამ ქვეყნის მთავარი ნარკომოვაჭრე და „ბარიგა“ - ანა წითლიძე

    არასოდეს თქვენი შვილები არ ყოფილან ისეთი დაუცველები როგორიც ახლა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს და არასდროს ამ ქვეყანაში ამდენი „ბარიგა“ და ნარკომოვაჭრე არ ყოფილა, რამდენიც ახლაა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „საქართველოში ნარკოტიკი ისეთი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს. ნარკოტიკის ყიდვა შეგიძლია ყველგან: „ვათს აპით“ „სიგნალით“ „ვაიბერით“ „ტელეგრამით.“ ნარკოტიკები მოვიდა თქვენამდე, თქვენ შვილებამდე, თქვენს კორპუსებში, თქვენს სადარბაზოებში, სოფლებში, ქალაქებში, სკოლებში და უნივერსიტეტებშიც კი. ბნელ 90-იან წლებშიც კი ამდენი ახალგაზრდა არ მომკვდარა ნარკოტიკით, რამდენიც ახლა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს. ყოველ კვირას ათეულობით ახალგაზრდას კლავს რუსული ნარკოტიკი, რომელიც აქ სწორედ რუსებს შემოაქვთ. არასოდეს თქვენი შვილები არ ყოფილან ისეთი დაუცველები როგორიც ახლა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს და არასდროს ამ ქვეყანაში ამდენი „ბარიგა“ და ნარკომოვაჭრე არ ყოფილა, რამდენიც ახლაა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს. რადგან ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა აქცია „ბარიგების“ ერთ დიდ თავშესაფრად, რადგან თვითონ ბიძინა ივანიშვილია ამ ქვეყნის მთავარი ნარკომოვაჭრე და „ბარიგა“, იცოდეთ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი რუსული ნარკოტიკებით გიკლავთ შვილებს და თქვენი შვილების მკვლელობის ხარჯზე ნარკობიზნესით შოულობს მილიონობით დოლარს. სწორედ მისი დავალებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „ბარიგებს“ და ნარკობიზნესს მფარველობენ. საჩვენებლად კი სპექტაკლებს გვიწყობენ, როგორ დააკავეს „ბარიგები“, არადა რეალურად ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ „ქართული ოცნების“ ერთი კლანიდან მეორე კლანს გადააბარონ ნარკოტიკები და ნარკობიზნესი, რომლის სათავეშიც უცვლელად დგას მთავარი „ბარიგა“, ბიძინა ივანიშვილი. თქვენ გახსოვთ მისი მარიხუანას პლანტაციები და ახლა უკვე მას აქვს ნარკობიზნესი მომწამვლელი რუსული ნარკოტიკებით, რომლითაც წამლავენ თქვენ შვილებს“ - განაცხადა ანა წითლიძემ.