World
    2026-09-11 | 10:00

    25 წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან – ტრაგედიიდან, ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით და არასდროს დავნებდებით - აშშ-ის საელჩო

    დღეს 25 წელი გავიდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან – ტრაგედიიდან, რომელმაც 2 977 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამუდამოდ შეცვალა ამერიკა, – ამის შესახებ 11 სექტემბრის ტერაქტის თარიღთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

    „25 წლის შემდეგაც, ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, ამ ტრაგედიის ჟამს გამოვლენილ გმირებსა და ამერიკული სულის სიმტკიცეს.

    წარმოუდგენელი ბოროტების წინაშე, ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით და არასდროს დავნებდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.