Politics
    2026-09-14 | 15:39

    ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ შემდეგ ყველანი ერთად დავისვენებთ - ირაკლი კობახიძე

    ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ შემდეგ ყველანი ერთად დავისვენებთ - ირაკლი კობახიძე

    მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    პრემიერის თქმით, საზოგადოება ელოდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

    „ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველანი ერთად დავისვენებთ. მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის ამის გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერმა.

    ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.