ეკონომიკა
    2026-03-15 | 11:42

    10 უმსხვილესი კომპანია, სადაც 2025 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა

    10 უმსხვილესი კომპანია, სადაც 2025 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა

    2025 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2.3%-ით შემცირდა.

    კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მე-4 კვარტალში ქვეყანაში 391.7 მლნ დოლარის მოცულობის FDI შემოვიდა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 401 მლნ დოლარს შეადგენდა.

    როგორც „საქსტატის“ ანგარიშში ვკითხულობთ, საანგარიშო პერიოდში ინვესტიციების კლება გამოწვეულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

    2025 წლის მეოთხე კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურებოდა: გაერთიანებული სამეფო, მალტა, აზერბაიჯანი, თურქეთი, ისრაელი, გერმანია, აშშ, ჩინეთი, რუსეთი და უკრაინა.

    „წინასწარი მონაცემებით 2025 წლის მეოთხე კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 202.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 51.6%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 76.8 მლნ. აშშ დოლარით (19.6%), ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 38.7 მლნ. აშშ დოლარით (9.9%). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 81.1%-ს შეადგენს”, - ვკითხულობთ “საქსტატის” ანგარიშში.

    „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ათ კომპანიას, სადაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა და მათ ინვესტორ ქვეყნებს:

    • სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - მალტა;

    • შპს „ტავ ურბან საქართველო“ - გაერთიანებული სამეფო, თურქეთი;

    • შპს „ქართული ცემენტი“ - ნიდერლანდები;

    • სს „საქართველოს კაპიტალი“ - გაერთიანებული სამეფო;

    • შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ“ - მალთა;

    • შპს „იგლ ჰილს საქართველო“ - არაბთა გაერთიანებული საამიროები;

    • შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ - აშშ;

    • სს „ბიჯეო ჯგუფი“ - გაერთიანებული სამეფო;

    • სს „თენმარ კაპიტალ“ - არაბთა გაერთიანებული საამიროები;

    • შპს „სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი“ - აზერბაიჯანი.

    შენიშვნა: საწარმოები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

     

    FacebookX