საზოგადოება
    2026-05-25 | 11:49

    დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ

    დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ

    ისევე როგორც ყოველ ორშაბათს, დღეს 17:00-დან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები შევიკრიბებით სახელმწიფო კანცელარიასთან და სახელმწიფოს მოვთხოვთ პასუხს მის უმოქმედობაზე, -  ნათქვამია დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „როგორც მოგეხსენებათ ჩვენ დავიწყეთ ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნოთ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს დიუშენის წამლები.

    პეტიციის ლინკს ნახავთ საიტზე:

     https://www.manifest.ge/petition/e4471071-a016-4bd1-8efa-f79938fd1894/mietsit-tsamali-bavshvebs

    ჩვენ ასევე დავიწყეთ ფიზიკური ფორმით ხელმოწერების შეგროვება. მსურველებს  შეგიძლიათ მოხვიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოაწეროთ ხელი შესაბამის განცხადებაზე, ან თავად ამობეჭდოთ ფორმა https://shorturl.at/clLuD  შეავსებინოთ ადამიანებს და გადმოგვიგზავნოთ ამავე ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ან მოგვიტანოთ კანცელარიის წინ.

    მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!“ - აღნიშნულია განცხადებაში.