საზოგადოება
    2026-03-25 | 07:23

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა, უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია - მიხეილ ყაველაშვილი

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა, უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია - მიხეილ ყაველაშვილი

    1917 წლის 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, პრაქტიკულთან ერთად, უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რამაც კვლავ გააერთიანა ერი და ბერი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენა იყო.

    „დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!

    საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენი ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარეშე ვხვდებით.

    1917 წლის 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, პრაქტიკულთან ერთად, უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რამაც კვლავ გააერთიანა ერი და ბერი. ამ ისტორიულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ერის ერთგულება საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების მიმართ.

    გისურვებთ მშვიდობას, ერთობასა და სულიერ სიმტკიცეს, განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე დღეებში. დაე, უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია, რათა მომავალშიც ღირსეულად ვემსახუროთ სამშობლოსა და ჩვენს ტრადიციებს“, – წერს ყაველაშვილი.

    FacebookX