კომენტარი
    2026-03-25 | 09:24

    ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია - გურამ მაჭარაშვილი

    ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია - გურამ მაჭარაშვილი

    ვინც დღეს სასჯელს იხდის, ეს სწორედ სამართლებრივი ქმედებებიდან გამომდინარეა, ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

    „როდესაც გირაოს არ იხდი, ე.ი. მიზანი გაქვს, საპყრობილეში მოხვდე. სხვა საკითხია, ეს არის უცხოეთიდან თუ შენი ნებით. ალბათ უფრო უცხოეთიდან იყო, უთხრეს, საპყრობილეში შედი და ჩვენ პოლიტპატიმრობის მანტიას გამოგიგზავნითო. ვინ-ვინ და, ხოშტარია პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციებისთვის რომ არ არის საპყრობილეში, ყველამ კარგად იცის. მარტო ის რად ღირს, რომ თავად აღიარა, საწყობებში ჰქონდა პიროტექნიკა, ბენზინი, ბოთლები და ყველაფერი, რითიც უნდა დაეწვათ პოლიციელები, შტურმი განეხორციელებინათ პარლამენტზე და ა.შ. ეს ყველაფერი თვითონ აღიარეს და მტკიცებულებებიც ბევრი აღარ არის მოსაპოვებელი. ვითომ პოლიტპატიმრობის მანტია თავიდანვე განწირული იყო. ვინც დღეს იხდის სასჯელს, სწორედ სამართლებრივი ქმედებებიდან გამომდინარე იხდის. ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

    ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება - გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

    მსგავსი სტატიები