პოლიტიკა
    2026-03-25 | 09:41

    ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას -  ნიკა გვარამია

    ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას -  ნიკა გვარამია

    ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

    „პოლიტიკოსები ვდგავართ მყარად. რა პასუხისმგებლობაც არ უნდა შემოიტანონ, რა პარტიებიც არ უნდა გააუქმონ, მაინც იმავეს ვიტყვით. არ ვაღიარებთ, გამორიცხულია, ვაღიაროთ. არ უნდა ელენე ხოშტარიას თავისუფლება და არც ჩვენ მოვითხოვთ ამას. მარტივია, რადგან ჩვენ ვიცით, ამის უკან რა დგას. ელენე ხოშტარიას თავისუფლების თხოვნა და არა მოთხოვნა, დამთავრდება იმით, რომ იქიდან მივიღებთ მოთხოვნას ჩვენი სამშობლოს ინტერესების დათმობის შესახებ. არც ელენე ხოშტარია, არც მე, არც ნიკა, არც მიშა – არავინ არ ღირს ამ ინტერესების დათმობად. არ იქნება ეს დათმობა და დროა, ყველა შეეგუოს ამას. ეს არის არა მხოლოდ ჩემი პარტიის, ნიკა გვარამიას, არამედ მთელი ალიანსის ძალიან მკაფიო პასუხი. რამის ირგვლივ თუ არის ალიანსი გაერთიანებული და შექმნილი, სწორედ ესაა. ასეთი წყალგამყოფები როცა დგება, ჩვენი პასუხი არის მკაფიო და ცალსახა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    როგოც გვარამიამ განაცხადა, დღეს ჩატარდა ოპოზიციური ალიანსის გაერთიანებული ბრიფინგი, სადაც აღინიშნა, რომ „ტყვეებით ვაჭრობა არ იქნება“.

    „დღეს ჩავატარეთ პირველი გაერთიანებული ბრიფინგი ალიანსის სახელით. სიმბოლურია, რომ ქალი პოლიტიკური პატიმრის განაჩენზე ჩატარდა. მნიშვნელოვანია პირველი ჩვენი საერთო მესიჯი, რომელიც გახმოვანდა, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ იქნება. ამას ვიტყვით ყოველთვის, ვიდრე სამშობლოს ინტერესები არ იქნება დაცული. ხელისუფლებაში როცა ვიქნებით, ჩვენ ტყვეები არ გვეყოლება. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ხელისუფლებაში. მინდა, ვთქვა და ამის არც მრცხვენია, არც მეპრობლემება, რომ ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

    მსგავსი სტატიები