საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ცნობილია
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ტექნოლოგიების, ინოვაციების და მეცნიერებების მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების გასაზრდელად კი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს.
ახლახან, STEM ოლიმპიადის ნახევარფინალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. ესენი არიან:
თბილისის თავისუფალი სკოლა
ბრიტანულ-ქართული აკადემია
სადუნი
სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი
ნიუტონის თავისუფალი სკოლა
ქართულ-ამერიკული სკოლა
დამოუკიდებელი საერო სკოლა "შავნაბადა"
გივი ზალდასტანიშვილის სახ.ამერიკული აკადემია თბილისში
სსიპ ივ.ჯავახიშვილის ქ.ფოთის N3 საჯარო სკოლა
სსიპ ახალციხის N1 საჯარო სკოლა
ინფორმაციისთვის, წელს საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის შესარჩევ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 63 გუნდი კი პირველ ტურში გადავიდა.
თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამმა მოსწავლემ წერა მათემატიკის, ორმა კი ფიზიკის ტესტი. ჯამურ შედეგებზე დაყრდნობით, გამოვლინდა 10 საუკეთესო შედეგის მქონე სკოლის გუნდი და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ფინალში.
ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში შეეჯიბრებიან და იმუშავებენ STEM პროექტზე.
ამასთან, ფინალურ ტურამდე მონაწილე გუნდებს ჩაუტარდებათ 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი გაუძღვება.
ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge.