საზოგადოება
    2026-04-04 | 08:13

    გივი მიქანაძე იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

    გივი მიქანაძე იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

    მინისტრმა მშობლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ინიციატივებზე მათთან ერთად იმსჯელა.

    გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმძღვანელოების შინაარსის გაუმჯობესებაზე, პროფესიული განათლების გაძლიერებასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის უზრუნველყოფაზე.

    შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა და მშობლებს საშუალება მიეცათ, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

    შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებმა.

    შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი და იმერეთის მხარეში რწმუნებულის მოადგილე გიორგი დალაქიშვილი.

    ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.