სამართალი
2026-11-03 | 11:32
პოლიციამ ქობულეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სტატიები
2026-11-18 | 18:24
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული - ეჭვმიტანილი დაკავებულია2026-11-18 | 14:47
ამოღებულია ამანათით ჩამოსული 8 კილოგრამამდე სინთეტიკური ნარკოტიკი - შსს