საზოგადოება
    2026-04-06 | 08:49

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.

    პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

    „კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს: ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; ქათამი – ერთი ცალი მოხარშული და ერთი ცალი შემწვარი; ყველი – 2 კგ; ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი; პასკა – ორი ცალი, წითელი კვერცხი – 10 ცალი; უკრემო ნამცხვარი; კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.

    დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის – 1500-ის მეშვეობით. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.