მედიცინა
    2026-04-06 | 13:33

    დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ

    დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ

    დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

    როგორც შეკრებილები ამბობენ, მათი შვილებისთვის ყოველი წუთი გადამწყვეტია და ახლა აუცილებელია იმ მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანა, რომელიც ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    აქციის მონაწილეები თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ. ამასთან, მათ აინტერესებთან, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც კობახიძე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა.

    აქციი მონაწილეების თქმით, კობახიძე მათთან შეხვედრას თავს არიდებს.

    “მოვედით, რათა კიდევ ერთხელ ვცადოთ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა. ფაქტია, რომ ის იცლის ყველასთვის, გარდა დიუშენით დაავადებული ბავშვებისა. ვაპირებდით კარვების მოტანას, თუმცა, შსს-მ უარი გვითხრა 24 -საათიან პროტესტზე და აგვიკრძალა კარვების გაშლა. სასიკვდილოდ განწირული ბავშვების მშობლებს, პროტესტის საშუალებას არ აძლევენ. 

    არანაირი დაპირება არ მიგვიღია ჩვენ, არც ჯანდაცვიდან და არც კანცელარიიდან, უბრალოდ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც დროის გაჭიანურებას ემსახურებოდა. ჯანდაცვის მინისტრის ფუნქცია იყო, რომ გაეყვანა დრო, რათა აარფერი გაეკეთებინა“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

    ორგანიზაციის - „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ცნობით, საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე ბავშვია.

    მშობლების თქმით, ახალი თაობის მედიკამენტებს, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის შემდგომი გართულებებისგან დაცვა შეუძლია.

    წყარო

    ფოტო TVპირველი