საზოგადოება
    2026-04-09 | 09:49

    პოლონეთი და საქართველო ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ, ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის - პოლონეთის საელჩო საქართველოში

    პოლონეთი და საქართველო ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის,- ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    „1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა ჯარმა დახოცა ქართველი მშვიდობიანი დემონსტრანტები. ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ვიხსენებთ მათ, ვინც იბრძოდა და სიცოცხლე გაწირა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის. პოლონეთი და საქართველო მაშინ ერთად იბრძოდნენ საბჭოთა ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენ ახლაც ვუერთდებით ქართულ საზოგადოებას, რომელიც ისწრაფვის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.“- ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.