საზოგადოება
    2026-11-04 | 10:24

    დღის კალენდარი - 4 ნოემბერი

    დღის კალენდარი - 4 ნოემბერი

    წლის 308-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 57 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელი ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა (დაახლ. 167). შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქესი, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი, კონსტანტინესი (ექსაკუსტოდიანესი) და იოანესი (დაახლ. 250; 408-450); მოწამეთა: ალექსანდრე  ეპისკოპოსისა, ირაკლი მხედრისა და ოთხთა დედათა: ანასი, ელისაბედისა, თეოდოტიასი და გლიკერიასი (II-III). დღესასწაული ყაზანის  ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა.

    დაიბადნენ:

    1575 – გვიდო რენი, იტალიელი ფერმწერი.

    1658 - სულხან-საბა ორბელიანი, ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

    1812 – ნინო ჭავჭავაძე, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი და ცნობილი რუსი მწერლისა და დიპლომატის ალექსანდრ გრიბოედოვის მეუღლე.

    1874 - იოსებ ბარათაშვილი, ქართველი ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე.

    1904 - აკაკი ანდრიაშვილი, ქართველი კომპოზიტორი.

    1942 – ჟიგმონდ მორიცი, უნგრელი მწერალი.

    გარდაიცვალნენ:

    1919 – სოფია ტოლსტაია, ცნობილი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის მეუღლე.

    1924 – გაბრიელ ფორე, ფრანგი კომპოზიტორი.

    1934 - ვასილ ბარნოვი, ქართველი მწერალი (დ.1857).

    2001 – ილია ანთელავა, საქართველოს ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარი.

    მოვლენები:

    1493  წელი – ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციამ კუნძული გვადელუპა აღმოაჩინა.

    1838 წელი – სტენდალმა დაიწყო თავისი ცნობილი რომანის „პარმის სავანის“ წერა, რომელიც შვიდ კვირაში დაამთავრა.

    1848 წელი – საფრანგეთის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის კონსტიტუცია.

    1853 წელი – თურქეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს.

    1879 წელი – ჯეიდს  რიტიმ დააპატენტა პირველი საკასო აპარატი, რათა ბოლო მოეღო ბარმენთა ქურდობისათვის თავის მაღაზიაში ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქ დეიტონში.

    1890 წელი – ლონდონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა ტრანსპორტი — მეტრო.

    1922 წელი – ინგლისელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა ფარაონ ტუტანჰამონის აკლდამა.

    1946 წელი – პარიზში  დაარსდა იუნესკო — გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის  ორგანიზაცია.

    1956 წელი – საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ ბუდაპეშტში. დაუზუსტებელი მონაცემებით, დაიღუპა 25 ათასი უნგრელი და 7 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი.

    1970 წელი – საბჭოთა კავშირში დაარსდა ადამიანის  უფლებათა კომიტეტი, რომლის წესდებას ხელი მოაწერეს აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა, ანდრეი ტვერდოხლებოვმა და ვალერი ჭალიძემ.

    1980 წელი – აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    ტონგა — კონსტიტუციის დღე.

    პანამა — დროშის დღე.

    აშშ – უილ როჯერსის დღე.