საზოგადოება
2026-04-10 | 06:47
მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა
მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ მისი ახლობლები.
გოჩა ლორიამ 1965 წელს დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი. ახალგაზრდობაში მღეროდა ანსამბლებში: ,,რერო“ , ,,75“ და “ივერია“.
მომღერალი ხშირად აღნიშნავდა, რომ სამი სიმღერით გახდა პოპულარული: “დრო სათაყვანო“, მიუზიკლ ,,ჩხიკვთა ქორწილში“ ყვავის სოლო და ,,ჩურჩულები“.
სიმღერა ,,ჩურჩულები“ 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო.