საზოგადოება
2026-04-10 | 06:54
საქართველოს რკინიგზამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამატებითი რეისები დანიშნა
საქართველოს რკინიგზამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, დამატებითი რეისები დანიშნა. რეისები შესრულდება თბილისი – ბათუმი – თბილისი და თბილისი – ფოთი – თბილისის მიმართულებით, 14 აპრილამდე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებით, ან საქართველოს რკინიგზის სალაროებში.