კონფლიქტის ზონა
    2026-04-10 | 08:02

    აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

    აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

    აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ  4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა დააკავა. 

    გამოძიების ვერსიით, კრისტინა ლახინამ, რომელიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, განზრახ მიაყენა მცირეწლოვანს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილი იყო განსაკუთრებული სისასტიკითა და დამცირებით იმ პირის მიმართ, რომელიც აშკარად უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    დაკავებულს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
    სისხლის სამართლის საქმე გულრიფშის რაიონის პროკურატურის წარმოებიდან ამოიღეს და გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გადასცეს.

    სოციალური ქსელებიდან გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში სწორედ დეიდამ მიიყვანა. დედის გარდაცვალების შემდეგ ის ბავშვს ზრდიდა.

    კრისტინასა და მის ქმარს ოთხი საკუთარი შვილი ჰყავთ. ბავშვის გარდაცვალებამ აფხაზეთში ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.

    წყარო