საზოგადოება
2026-04-11 | 11:20
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის მომლოცველები საქართველოდანაც არიან.
წმინდა ცეცხლი თბილისში საღამოს ჩამოვა. აერიოპორტიდან საპატრიარქოს დელეგაცია წმინდა მიწიდან ჩამოტანილ ცეცხლს პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ. სამებიდან კი ის მთელს ქვეყანაში გავრცელდება.
წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
მსგავსი სტატიები
2026-04-11 | 15:58
წმინდა ცეცხლი „ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტზეა2026-04-11 | 08:42
მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის 3 პირობა2026-04-11 | 08:01
15 აპრილიდან დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით იზღუდება