1 549 667 ლარი ჩვენი ჯიბიდან — აი, ასე „მოულოდნელად“ დაგვატყდა თავს პოლიციის დღე! - ბესიკ დონაძე
კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე სოციალურ ქსელში წერს:
"1 549 667 ლარი ჩვენი ჯიბიდან — აი, ასე „მოულოდნელად“ დაგვატყდა თავს პოლიციის დღე! ყველამ ვიცოდით, კალენდარმაც იცოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, მაგრამ მაინც „გაოცდნენ“: 31 მაისი ისე მოვიდა, რომ მილიონ-ნახევარი სასწრაფოდ, ყოველგვარი ტენდერის გარეშეა დსახარჯი.
როცა საქმე ჩვენს ფულს ეხება, დაგეგმვა „ძველმოდური“ საქციელია. გამოსავალი მარტივია: გამარტივებული შესყიდვა.
არავითარი კონკურენცია.
არავითარი დაზოგილი თეთრი.
არავითარი გამჭვირვალობა.წლის დასაწყისიდან მაისამდე დრო, ეტყობა, მხოლოდ იმისთვის ეყოთ, რომ მოეფიქრებინათ, როგორ გაეფორმებინათ ეს თანხა პირდაპირ, ერთი ხელის მოწერით. ასე იხარჯება თქვენი გადასახადები — როცა პროფესიული დღესასწაულიც კი „ფორსმაჟორი“ ხდება, ოღონდ ტენდერი არ ჩატარდეს".
პოლიციის დღე 31 მაისს აღინიშნება.